„ქართული ოცნების” მხრიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობისთვის მანუჩარ რობაქიძე იბრძოლებს. მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა დღეს წარდგინა.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავარიის შედეგად დაიღუპა.

შუალედური არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

მანუჩარ რობაქიძე პროფესიით ისტორიკოსია. მას იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში – „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა.

მანუჩარ რობაქიძე 2022 წლიდან თერჯოლის მერის მოვალეობას ასრულებს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *