ამინდის გაუარესების გამო ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’ ქუთაისში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ,,სპეციალური სერვისების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ ქალაქში გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა. მისი თქმით, ააიპის თანამშრომლებმა გზების გაწმენდა დილიდან დაიწყეს და ამ დრომდე მუშაობენ.
,,დილიდან დავიწყეთ რთულად მისადგომი რელიეფის მქონდე ადგილების გაწმენდა. გვაქვს ტექნიკური მარილი და შესაბამისი აღჭურვილობა. გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექნილა. ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში, ’’-აცხადებს გიორგი მჟავანაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ნალექიანი ამინდი 5 დღე გაგრძელლდება.