აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
22 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე აირჩია. ის უნივერსიტეტს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შალვა კირთაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დაასრულა, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
რექტორად არჩევამდე ის იკავებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას.