ქუთაისის მერია 2022 წლის მანძილზე მერიის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ვიდეო-რგოლის შესაქმნელად ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 16 ათას ლარს შეადგენს.
მიმწოდებელმა უნდა შექმნას 1 ვიდეო-რგოლი, არანაკლებ 3 წუთიანი ხანგრძლივობით. ასევე, სატენდერო პირობების მიხედვით, ვიდეო-რგოლი უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ
2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს სხვადასხვა მიმართულებით-
ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი და ა.შ.
შექმნილი ვიდეო-რგოლები გახმოვანებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა ჰქონდეს ტიტრები
ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევ თარგმანი ჟესტურ ენაზე.
ვიდეო-რგოლი ისეთი ფორმატით უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ შემსყიდველმა მათი
სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსება შეძლოს.
ვიდეო-რგოლის შექმნის პროცესში მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს:
სცენარი, რეჟისურა, ვიდეო კადრები, გრაფიკის არჩევა, ვიდეო-რგოლის ფორმატი, მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები.
გარდა ამისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სცენარის შექმნა, კადრების დამუშავება, არჩევა, გადაღების
პროცესის ორგანიზება, უშუალოდ დამკვეთთან შეთანხმებით.