ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა „ჯადოსნური სამყარო“, წლის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების მიზანი იყო მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის მნიშვნელოვანი მიღწევების შეჯამება და დასახული ამოცანების განხორციელების გზების განხილვა.
ღონისძიება რის ცენტრის აღსაზრდელებმა საახალწლო ღონისძიებით გააფორმეს. ასევე გაიმართა აღსაზრდელების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
დღის ბოლოს ორგანიზაცია კრისტალმა დღის ცენტრის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
,,აქამდე ამ ტიპის ღონისძიებებს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი მართავდა. 2022 წლის 16 მაისს ცენტრის ბაზაზე ახალი ააიპი ,,ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევისა და განვითარებისთვის’’ შეიქმნა და გადაიბარა ის, რის მართვასაც ცენტრი ახორციელებდა. დღეს ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები წარმოვადგინეთ,’’-ამბობს ჰაბიტატის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო კუპატაძე.
,,დღეს ჰაბიტატი დამოუკიდებლად პირველად მართავს აღნიშნულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, მას მომავალში მეტი წარმატება და მეტი პარტნიორობა ექნება. იმისთვის, რომ ჩვენი ტიპის ორგანიზაციებმა სერვისები სრულყონ, მომსახურების ხარისხი გააუმჯობესონ და ბენეფიციართა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებები გაატარონ, სჭირდებათ დიდი რესურსი, რაც დამოუკიდებლად არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ორგანიზაცია ,,კრისტალმა’’ ჩვენს აღსაზრდელებს დღეს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან თანამშრომლობით ვცილობთ ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას,”-ამბობს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.