18დეკემბერს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე ნიკა მელია ქუთაისში იმყოფებოდა.
პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ახლა ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე გადის და ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლოს.
,,ჩვენს ქვეყანას უმძიმესი პერიოდი უდგას. ,ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ სიკვდილის ზღვრამდე მისული ყოფილიყო. ის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიღუპოს. ახლა სახელმწიფოს მომავალი ათწლეული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. არ უნდა დავუშვათ, რომ განმეორდეს ის, რაც ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში მოხდა. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ამ ტრაგედიის განმეორება. ჩვენ ყველანი საკუთარ თავებთან უნდა ვიყოთ მართლები და მეტი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად,’’-ამბობს ნიკა მელია.
მისი თქმით, საჭიროა თანამშრომლობა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერებთან და სხვადასხვა ჯგუფთან, რათა არ დაუშვან მესამე პრეზიდენტის სიკვდილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.