ქუთაისში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში ყვება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის კუთვნილ ადგილს დაეუფლა და რამდენიმე კილომეტრი გაიარა, რის შედეგადაც ის პოლიციამ იქვე დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც, არჩილ ნიჟარაძის თქმით, სავარაუდოდ, ასევე ნასვამი იყო.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა, ამ დროს ძალიან ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ჭავჭავაძის გამზირზე მძღოლი სიგარეტის მოსაწევად ჩავიდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი მის ადგილზე გადაჯდა და 20-30 მეტრი გაიარა. მისი მიზანი ტრანსპორტის მიტაცება არ ყოფილა, როგორ შეიძლება 20-კაციანი ავტობუსი მიიტაცო, ეს არაადეკვატური საქციელი იყო, რომელიც ალკოჰოლმა გამოიწვია,”-ამბობს არჩილ ნიჟარაძე.
შსს აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.