ქუთაისში ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ.
მესხიშვილის თეატრის წინ 16-მეტრიანი ნაძვის ხე დამონტაჟდება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 24 დეკემბერს აინთება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ საშობაო ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი, „ღამის შოუ სტუდიამ“ მოიგო. ტენდერის ღირებულება 146 ათას ლარს შეადგენს.
საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო ღონისძიებებისთვის წელს, დაახლოებით, 366 125 ლარს დახარჯავს.