საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც პარლამენტის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით არის დაინტერესებული, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

„მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *