საინიციატივო ჯგუფმა ,,როდემდე?!”-მ ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მერიასთან ქალაქში არსებულ სანიაღვრე პრობლემების შესახებ მომზადებული სიუჟეტი აჩვენეს, რითაც მერიას სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში თავიანთი პასუხისმგებლობა შეახსენეს.
,, წვიმის დროს ქუთაისში ტბები დგება.ქალაქი წყალში ცურავს. აქ მოვედით იმისთვის, რათა მერიას მოვთხოვოთ მოაწესრიგოს სანიაღვრე სისტემა,”-ამბობს ,,როდემდე?!”-ს წევრი მარიამ დიაკონიძე.
აქცია-პერფორმანისისთვის ხელის შეშლა სცადეს ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა. მათი განმარტებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. მუნიციპალური ინსპექციის წევრები პროექტორს ჩამოეფარნენ, რათა სიუჟეტი არ ეჩვენებინათ, ასევე გამორთეს დენის წყარო, მაგრამ ,,როდემდეს” წევრებმა ვიდეოს ჩვენება მაინც მოახერხეს.
,,ქუთაისში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს საინიციატივო ჯფუფი ,,როდემდე?!”, ჩვენი მუშაობის ძირითადი ხაზი ქალქში არსებული პრობლემებია. დღეს სანიაღვრე პრობლემებს ვაპროტესტებთ.მოვედით უწყინარი პერფორმანსით და ველოდით ადეკვატურ მიღებას, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში. მუნიციპური ინსპექციის წევრები არარსებული კანონით გამოვიდნენ და მოგვთოვეს ელექტროგენერატორის აღება, შემდეგ დაგვემუქრნენ ჯარიმებით. ამის შემდეგ გადაეფარნენ პროექტორს და გამოგვირთეს დენის წყარო. ცხადია, უსუსური მოთხივნებით იყვენ მოსულები. ბოლო წლებში არ მახსენდება აქციები, სადაც პროექტორი არ იდგა,”-ამბობს ,,როდემდეს?!” წევრი მიხეილ მესხი.