ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლებული დირექტორის, ნათია კაპანაძის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის და განაცდურს ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძის გათავისუფლების შესახებ.
ნათია კაპანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
,,ჩემი დევნა დაიწყო არა იმ დღიდან, როცა თანამდებობიდან გამათავისუფლეს, არამედ ბევრად ადრე აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო. დღეს სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ეს პოლიტიკურ დევნის გაგრძელებაა,’’-ამბობს ნათია კაპანაძე.
ნათია კაპანაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავ, რათა სიმართლე დავამტკიცო. ეს ამ სასამართლოს პირობებში თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც არ გავჩერდები,’’-ამბობს ნათია კაპანაძე.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრლს გაათავისუფლეს.