რუსეთის სასამართლომ ტელეჟურნალისტის, მარინა ოვსიანიკოვას დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მან უკრაინაში ომის დაწყება პირდაპირ ეთერში ბანერის გაშლით გააპროტესტა. აგვისტოში 44 წლის ოვსიანიკოვას ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

ადვოკატმა ამ კვირაში დაადასტურა, რომ ის უკვე გაიქცა რუსეთიდან და უარი თქვა შუნაპატიმრობაში დარჩენაზე. “ინტერფაქსი” ამბობს, რომ სასამართლომ მას ერთთვიანი და 29 დღით პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის მომენტიდან ან რუსეთის ფედერაციაში დაკავების მომენტიდან.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *