უკრაინის უშიშროების საბჭომ ძებნა გამოაცხადა რუსეთის ექსპრეზიდენტზე, დმიტრი მედვედევზე.

მას ეძებენ მუხლით, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის ხელყოფას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელი სჩადის.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ამჟამად იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს, იძებნება სასამართლოს წინა გამოძიების ფარგლებში.

მედვედევთან მიმართებით მოხმობილი მუხლი მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს ათ წლამდე პატიმრობას, ქონების კონფისკაციით.

მედვედევს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია უკრაინის გადაწყვეტილების თაობაზე.

ძიება გამოცხადდა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე, სახელმწიფო სათათბიროს და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებზე – გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის გამოკლებით.

ბასტიკინმა ბრძანება გასცა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მედვედევის შეყვანაზე უკრაინის მიერ ძებნილი პირების სიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *