“ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ ელოდება კარგი პოლიტიკური მომავალი, ნატალი ჯახუტაშვილს კი ნამდვილად აქვს წინ კარგი მომავალი”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი საუბრობს.
,,მმართველი ძალა არის ძალადობრივი რეჟიმი და რეპრესიული რეჟიმი. ჟურნალისტებს ისინი აღიქვამენ როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს და მიუხედავად იმ სხვა ძალადობებისა, რაც გამოიარეს ჟურნალისტებმა და კონკრეტულად ჩვენი არხის ჟურნალისტებმაც, ამგვარი თავდასხმები კიდევ უფრო ძალიან აზიანებს ამ მედიის მდგომარეობას. სწორედ ამ მედიის მდგომარეობის გამო მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია და კონკრეტული პირების სანქცირებაზე ისაუბრა, რომლებმაც შექმნეს ამგვარი ძალადობრივი რეჟიმი. “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ ელოდება კარგი პოლიტიკური მომავალი, ნატალი ჯახუტაშვილს კი ნამდვილად აქვს წინ კარგი მომავალი, – ამბობს თამთა მურადაშვილი.
25 ივლისს, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” ლიდერს კითხვა დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ “КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”. ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: “ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე… ნუ დაემსგავსე შენს ბელადს”.