30 ივნისს, 21:30 საათზე, მალტაში, ქალაქ სან ჯულიანში, ჰილტონის ცნობილ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახმაურებულ სპექტაკლი „ქარი ქრის ვერხვებში”.
ზემოთაღნიშნული სპექტკლისთვის თეატრს 2019 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი – წლის საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიენიჭა.
დღევანდელ სპექტაკლს დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალტაში კონსტანტინე სურგულაძე , მალტის ინტელექტუალური საზოგადოება, თეატრალები და თეატრის მოყვარულები.