უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს მიკოლაევის საცხოვრებელ და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე.

 

ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, მტერმა ქალაქზე შვიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

რაკეტების ნაწილი, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. თვითმხილველების გადაღებულ ვიდეოებში ჩანს ცეცხლისა და კვამლის სვეტი ქალაქის თავზე.

დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *