ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კიევში მიემგზავრება.
ამის შესახებ მან პოსტი ხუთშაბათს Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მისი მოგზაურობის დეტალები და ასევე ის, თუ ვის შეხვდება კიევში, არ ხმაურდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
კვირის დასაწყისში რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.