ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა მანქანას, რომელშიც ოჯახი 2 შვილთან ერთად იყო.
დაღუპულია ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი.
“ოჯახი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და 9 წლის გოგონა მოკლეს, 17 წლის ბიჭი დაშავდა”, – აცხადებს გენერალური პროკურატურა.
გარდა ამისა, სუმის რაიონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პენსიონერ წყვილს, რომლებიც საავადმყოფოში ველოსიპედით მიდიოდნენ. სროლის შედეგად 59 წლის ქალი დაიღუპა, ქმარი კი დაშავდა.