ქუთაისში, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად ხის ტოტი ჩამოვარდა და იქვე მყოფი მამაკაცს დაეცა.
მას მცირედი დაზიანება აქვს მიღებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა რუსთაველის, თამარ მეფის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის ქუჩებზეც. დაზიანდა ავტომობილები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხე მოსაცდელს დაეცა.
ააიპ სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ლოკაციების გასასუფთავებლად მუშაობენ.