11 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 198, ხოლო გარდაიცვალა 20 ადამიანი.
ინფიცირების 1 543 შემთხვევიდან იმერეთში 228 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,იმერეთში – 340.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, იმერეთში – 97
33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 633 443-ს.