ხარკოვთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.
ინფორმაციას BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულია 5 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.
ღამით ხარკოვის ცენტრი სავაჭრო ცენტრიც დაიბომბა, თუმცა იქ მსხვერპლი არ ყოფილა.