საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპაუშვილის განცხადებით, ევროკავშირში დაჩქარებული გეგმით გაწევრიანებაზე განაცხადი, საქართველოს და უკრაინის მსგავსად, მოლდოვამაც შეიტანა და ამ სამეულში საქართველო ლიდერია.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი, რომ ასეთი გეგმა და პრეტენზია ჰქონდა “ქართულ ოცნებას” ეს განაცხადი გაეკეთებინა. დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე იცით, რომ განაცხადი უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანა. ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შეთანხმების შესრულების კუთხით ამ სამეულში ლიდერი გახლავთ და თავისთავად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით.
ჩვენთვის საერთო ჯამში, მაინც მთავარი არის, რომ ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას. მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა და სწორედ ამას მისდევს “ქართული ოცნების” გუნდი და პარლამენტი,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.