საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-3 დღეა შიმშილობს.
ექიმების შეფასებით, შიმშილობამ, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიღოს.
მედიკოსების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, მესამე პრეზიდენტი ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც შესაბამისი მკურნალობა გაეწევა.
“გართულდება მდგომარეობა. გართულდება იმიტომ, რომ პირველი შიმშილობისას მისი საწყისი მდგომარეობა სულ სხვანაირი იყო და ახლა სულ სხვანაირია. რა თქმა უნდა, ვეღარ იქნება საუბარი ხანგრძლივ შიმშილობაზე. თუ ჩვენ მართლა ვფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, უკეთესი იქნება, რომ სადმე სხვაგან გადავიდეს,’’- ამბობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში საკვების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს. მესამე პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებაა.