უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რიცხვი იზრდება. გადაწყვეტილების მიხედვით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 6-ის ნაცვლად 10-მდე გაიზრდება, ხოლო ღია სივრცეში 10-ის ნაცვლად 15 ადამიანი იქნება დაშვეული. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, პირველი მარტიდან ასევე უქმდება კოვიდ სასტუმროები.
გარდა ამისა, უქმდება დეზობარიერების, თერმოსკრინინგის და ჟურნალების წარმოების ვალდებულება.
,,უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს,” – აცხადებს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე.
გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაიხედება პირბადეების ტარების ვალდებულებაც.
,,აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადაიხედება,” – აცხადებს გიორგი ღიბრაძე.
პირველი მარტიდან ასევე იცვლება საქართველოში შემოსვლის წესი. გიორგი ღიბრაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შემოსვლაც აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, საქართველოში შემოვლენ ვაქცინააცის ან PSR ტესტის ქონის საფუძველზე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით – ერთი არის ვაქცინაცია და მეორე პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია ან PSR ტესტი თვითიზოლაციაში იქნებიან 5 დღე 8 დღის ნაცვლად.