29 იანვარს, 19 საათზე, კინოთეატრ „საქართველოში“, გაიმართება კეკო ჭელიძის დოკუმენტური ფილმის „მკვდარი სულების არდადეგების“ პრემიერა.
ფილმი ჯგუფი „წერილის“ გიტარისტის, ლევან სვანიძის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
“მკვდარი სულების არდადეგები” საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მოგვითხრობს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსის – ლევან სვანიძის შესახებ, რომელიც გარეუბანში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევანი ცდილობს გაუმკლავდეს ყოფით პრობლემებს და დაიბრუნოს წარსული წარმატება.”
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან.
ქუთაისში, ქალაქის მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის და კინოთეატრ ” საქართველოს” ერთობლივი პროექტის ფარგლებში,
მთელი წლის მანძილზე, ყოველი თვის ბოლო შაბათს, გაიმართება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების საპრემიერო ჩვენება.
კინოსეანსებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 2 ლარი იქნება.