ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.

 

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” ,,ქართული ოცნების” ორი დეპუტატის ონლაინ რეჟიმში ჩართვას ეწინააღმდეგება და ითხოვს, რომ მათი მონაწილეობა არ იყოს ასახული.

,, მათ გარეშე უმრავლესობა არ გყავთ და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ მერისთვის ხელფასის მომატების შესახებ. მოვითხოვ, ამ ორი დეპუტატის ხმა არ იყოს ასახული. წინა საკრებილოს სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ვიყავი და ონალინ რეჟიმში არ დავსწრებივარ, ამ ადამიანებს კი კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას აძლევთ. 10 დღე ვერ მოითმინეთ, რომ სხდომა გადაგედოთ და დაბალი ხელფასი გქონოდათ,”-მიმართა გიგა შუშანიამ საკრებულოს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია განმარტავს, რომ რეგლამენტის მიხედვით საკრებულოს წევრებს აქვთ უფლება სხდომას ონლაინ რეჟიმში დაესწრონ, ამიტომ ოპოზიციის პროტესტი არალოგიკურია.
,,ეს ადამიანები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ არიან ადგილზე. თქვენ არ გაქვთ ელემენტარული მგრძნობელობა ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ. არ გვაქვს უფლება, ადამიანებს, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობის სრული უფლება აქვთ, ხმის უფლებას ვერ წავართმევთ,”- მიმართა ირაკლი შენგელიამ ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს.
ქუთაისის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *