ქუთაისის მერიამ საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო.

ქალაქის მერია სასურსათო ამანათებს 4000-ზე მეტ ბენეფიციარს გადასცემს, მათ შორის:

სოციალურად დაუცველ ოჯახებს, “მადლიერების სახლის” ბენეფიციარებს, შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს , 100 და მეტი წლის ადამიანებს, ღვაწლმოსილ მოქალაქეებს.

საახალწლო ნობათში შედის: გაყინული ქათამი 1, შაქარი 2კგ, შედედებული რძე 1, ზეთი 1, შოკოლადის კანფეტი 1 კგ, ნაღების კარაქი 1 ც, კვერცხი 10, პურის ფქვილი 2 კგ, მაიონეზი 1 ც, ღვინო 1 ც.

წელს სასაჩუქრე ნობათისთვის განსაზღვრული თანხა 212807 ლარია.

საახალწლო ნობათების მიღებას ბენეფიციარები ქუთაისში, ნიკეას ქ.#19-ში შეძლებენ, ნაწილს კი, ტერიტორიულ- ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილებზე დაურიგებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *