2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია – „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი“ მიმდინარე წლის III კვარტალის მონაცემებს მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. საშუალო შრომითი ანაზღაურების მოცულობა კი სეთია:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 ლარი, ზრდა 2.0%;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი, ზრდა 4.9%;
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი, ზრდა 6.8%.
აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%), ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%) შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.
2021 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასი ბიზნესსექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის წარმომადგენლებს აქვთ, რაც 2 336.2 ლარია. ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.4%-ია და ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასაქმებულ პირებს აქვთ და ეს საშუალო თვიური ხელფასი 2 265.0 ლარია. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.5%-ია.
2021 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1 219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ.