უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

 

,,ეს დაკავშირებული იყო სხვადასხვა ასპექტთან, მაგალითად: დაგვიანებით ატვირთვა ბაზაში, არასწორი მონაცემები ბაზაში და ა.შ. ამისთვის რამდენიმე საინფორმაციო კამპანია წარიმართა, მათ შორის, სრულად არის განთავსებული ვებგვერდებზე: Provax და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდი და არის სპეცილიზებული ცხელი ხაზი, სადაც კონცენტრირებულია, როგორც ოპერატორების მხარე, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მხარე, რაც მიზნად ისახავს მაქსიმალურად მოკლე დროში ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას”,-აცხადებს გიორგი ღიბრაძე.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ორი აპლიკაცია, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.

,,პირველი აპლიკაცია არის Georgia e-health და ეს აპლიკაცია დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, Georgia e-health მოქმედებს საქართველოში და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს აპლიკაცია დაყენებული აქვს, ის ამას ჩვეულებრივად იყენებს თავისი მწვანე სტატუსის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად.

ასევე, ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი COVID-19-ის ბარათი, რომელიც, თავისთავად, ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.

რაც შეეხება CovidPass Georgia-ს, ის გამოიყენება მხოლოდ საქართველოში და არის ორი დანიშნულების – პირველი დანიშნულება მას აქვს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტატუსი გადავამოწმოთ და ვნახოთ, მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლითაც აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რა შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება. რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი,’’-ამბობს გიორგი ღიბრაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *