,,სუსი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ,მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის წინააღმდეგი არიან,‘’
-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც ექსპრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისი და მისი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად კეთდება.
,,ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!’’-წერს მიხეილ სააკაშვილი.