ტყიბულში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე.
„მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან.
მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.