24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან — გამყარდა.
24 ნოემბერს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1153 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,19 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,4935 ლარს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 9 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა.
სებ-ის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი დღეიდან, 25 ნოემბრიდან შედის ძალაში.