აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანის აცხადებს,
რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეწოდოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობისთვის დაცვისთვის გაიცა. კელი დეგნანის თქმით,, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია და დებატი.
,,ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რაღაც რაც მოხდა აღარ განმეორდეს.
მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება,” – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.