უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს.
“სამწუხაროა, რომ საქართველოს მიერ ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიღებიდან 71 წლის იუბილეზე გრძელდება მოქალაქეების წამების გამოყენება ადეკვატური სამედიცინო დახმარების არგაწევით. მიხეილ სააკაშვილს დღეს სასწრაფოდ სჭირდება მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიონ”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 36-ე დღეა, რაც შიმშილობს.