,,გირჩს’’ ახალი ინიციატივა აქვს – მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივირებისთვის ციხეში 33 ადამიანი ზის, შეძენა-შენახვაზე 32 ადამიანი, კანაფის და მისი წვეროების ფლობაზე 7 ადამიანი, კანაფის ფისზე 2 ადამიანი, გასაღებაზე 4, გადაზიდვაზე-6. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე როიმელიც საკონსტიტუციო სამართლომ ლეგალურად გამოაცხადა 2018 წელს. ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე მარიხუანას და კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმე,”- ამბობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, Საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ცვლილებები 2018 წელს მიიღეს და თუ ამ კუთხით გადაცდომები იქნება, მას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.
Საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება მომხმარებელი. თუ მაინც არის გადაცდომები, ასეთი ფაქტები უნდა იყოს წარდგენილი შესაბამის უწყებებში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირება გვექნება,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.