კერძო ტელევიზიების მხრიდან, აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, – აცხადებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
ალბერტ იონსონის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის პერიოდში მედია გარემო პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით – პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. გაშუქება კი ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის. იონსონი ამბობს, რომ მეორე ტურის პერიოდში ნაკლებად შუქდებოდა პოლიტიკის ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩეველს ინფორმირებულ არჩევანს უზღუდავდა.
„ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, შვიდი ქართველი მონიტორით, რომლებიც მუშაობდნენ კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მისიის ოფისებში არსებული აღჭურვილობის გამოყენებით. მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით – პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და „აჭარა“ ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, მაგრამ კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, რაც აშკარად იყო მიმხრობა ერთი ან მეორე პოზიციისადმი. გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის. ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში, მაგრამ ასეთი დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამის სურვილი არ გამოუვლენიათ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა გუშინ, 31 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე.