ქუთაისის მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს საარჩევნო შტაბში გამარჯვება მიულოცეს.

ტელეკომპანია ,,იმედის” ეგზიტპოლის გამოკითხვის შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51%, ხოლო ხატია დეკანოიძემ 48% მიიღო. განსხვავებულია ,,მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, ამ გამოკითხვის თანახმად, ხატია დეკანოიძემ 53%, იოსებ ხახალეიშვილმა 47% მიიღო.

,,გავიფორმეთ საბოლოო გამარჯვება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას საკრებულოში ეყოლება უმრავლესობა და მერი პარტიიდან. ეს არის საბოლოო გამარჯვება,”-ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი.

ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე სულ 69 871 ამომრჩეველი მივიდა, რაც ქუთაისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 45, 45%-ს შეადგენს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *