პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გიგა შუშანია ავრცელებს. გიგა შუშანიას თქმით, პაატა ბურჭულაძეს კარი ქუთაისის მერის დავალებით ჩაუკეტეს.

,,დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული) ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ მეც ვერ წარმომედგინა’’-წერს გიგა შუშანია სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით პოსტი გაავრცელა პაატა ბურჭულაძემაც, რომლის თქმით, როგორც კი ცნობილი გახდა თეატრში მისი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი,   საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს.


,,ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ  როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი,   საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა.  არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით,’’-წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.


ქუთაისის ოპერის თეატრში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ოპოზიციის მხარდასაჭერად იმყოფება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *