დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,
ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.
“გეთანხმებით, პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების, გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება”, — განაცხადა მან.
20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 348, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.