მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეხმაურება.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს თქმით, ის არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პეტიციაზე ხელის მოწერას.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელიც არ აღიარებს თავის დანაშაულს და არც ნანობს.

“თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა… ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება”, – განაცხადა მეუფე იოანემ

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *