იმერეთში კვლავ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი.

13 ოქტომბრის მონაცემებით, ვირუსის  1 028 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში დაბალია ვაქცინაციის ტემპიც. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 586, ხოლო გარდაიცვალა 26 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც, მძიმე პაციენტია 1 053, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 250.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *