ქუთაისის 39-ე საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების” კოორდინატორი სიით ხელში შენიშნეს.
,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნინო კოსტავას უბანზე ამომრჩეველთა სია ეჭირა და საათების მიხედვით აკონტროლებდა, ვინ როდის უნდა მისულიყო.
,,შემოვიდა და ჩამოწერილი ჰქონდა ვინ რა დროს მივიდოდა. როცა შენიშვნა მივეცი, აგრესიით წამოვიდა, ,, მეუბნებოდა უკან ნუ დამყვებიო. შემდეგ გარეთ გავიდა და იქ აკონტროლებდა ვინ უნდა მისულიყო”-ამბობს ,,,,მომავლის ნათების'” დამკვირვებელი, ზვიად დავითულიანი.
,,ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრის, მონიკა სილაგაძის თქმით კი, ნინო კოსტავას მეუღლემ ხმა ისე მისცა, რომ მარკირება არ ეკეთა. მას მარკირება მას შემდეგ გაუკეთეს, რაც დამკვირვებელმა დარღვევა შენიშნა.