იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონში და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობის ადგილები მოინახულეს და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი და ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.