მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

საზეიმო ლიტურგია დღეს საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წირვა გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლინა. 

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი მარიამი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, დედა მართალი ანა- პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *