ზესტაფონის მერიის თანამშრომელს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ გაასაჯაროვა კადრები, რომლის მიხედვითაც ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახური ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ სურსათსა და პრუდუქტებს ურიგებს. კადრში დასუფთავების სამსახურის უფროსი ოლეგ შველიძე ჩანს, რომელიც ამომრჩევლებს უკავშირდება და პროდუქტებს აძლევს.
,,ხედავთ რას კადრულობენ? ადრე პროდუქტები სახლში მიჰქონდათ, ახლა მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში აწყვია სურსათი და ხალხი იქ მიდის, რომ პროდუქტები წამოიღოს. ეს არის ოცნების დამოკიდებულება საკუთარი ხალხისადმი. ამით ამომრჩეველევლებს შეურაცხყოფას აყენებენ. Ქართველი ხალხი ზეთზე არ გაიყიდება. Მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლიბვ მოახდინონ რეაგირება მომხდარზე. Ამ დარღვევის შესახებ საერთასორისო პარტნოირებს ვაცნობებთ,’’-ამბობს ხატია დეკანოიძე.
Ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ მერიას წითელ ჯვართან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებენ და მერიის შენობაში დასაწყობებულ პროდუქტებს მოწყვლად ჯუფებზე არიგებენ.