ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობის დაწყების
ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. 50 მეტრიანი ოლიმპიური აუზი ერთ წელიწადში აშენდება და იქ სხვადასხვა სპორტული ტურნირი გაიმართება. აუზი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
,,ქუთაისს ღირსეული ისტორია აქვს ,მან ქვეყანას ბევრი წარმატებული სპორტსმენი აჩუქა, ამიტომ იმსახურებდა ამ მასშტაბის ოლიმპიურ აუზს, ერთ წელიწადში ქუთაისს ოლიმპიური სტანდარტების აუზი ექნება,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მშენებლობის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია და ნაწილობრივ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ოლიმპიური აუზები ასევე აშენდება ახალციხეში ,ზუგდიდსა და რუსთავში.