დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

აღინიშნება. ქუთაისში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ტარდება. დატვირთულია ქალაქის ცენტრალური ბულვარი. ეწყობა გამოფენები, სამხატვრო პლენერი და სხვა. დღის განმავლობაში ბავშვებისათვის უფასო იქნება გაბაშვილის პარკში არსებული ატრაქციონები. მოეწყობა წარმოდგენები. დღის ბოლოს საბავშვო ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, რისთვისაც სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

“ბავშვთა თემაზე ვასრულებთ ნამუშევრებს. ჩემი ნამუშევარი წარმოადგენს ხეს და მის ირგვლივ ერთობიან ბავშვები. ხეს გავუკეთებ ყვავილებს. ჩემი ნამუშევარი იქნება ფერადი, ისეთი, როგორიც არიან ბავშვები. ეს დღე ყველაზე სასიხარულო, ბედნიერი და ფერადი დღეა,”-ამბობს სამხატვრო პლენერში მონაწილე, 14 წლის თეკლა ლომთაძე.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *