,,ორწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას,

რომ სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ, ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას და მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი,’’-ამის შესახებ ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების” ხელმძღვანელმა, გაგი ახალაძემ პარტიის ბრიფინგზე განაცხადა.

 

,,ორი წლის წინ დავიწყეთ აქტიური კამპანია, რაც მოიცავდა ხელმოწერების შეგროვებას, აქციებს, ბრიფინგებს, შეხვედრებს სატრანსპორტო კომპანიასთან და ა.შ. მერიაში დავარეგისტრირეთ ინიციატივა მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის 50-%-იანი შეღავათის შესახებ. როგორც ხედავთ, მიზანს მივაღწიეთ. მახსოვს, ორი წლის წინ, როცა ეს კამპანია დავიწყეთ, ბევრი სტუდენტი პესიმისტურად იყო განწყობილი და ფიქრობდნენ, რომ მათი აქტიურობით არაფერი შეიცვლებოდა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მონდომებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,’’-ამბობს გაგი ახალაძე.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის სამგზავრო ტარიფის განახევრების შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ 28 აპრილს გამოიტანა. დაფინანსება ყველა იმ სტუდენტს შეეხება, რომელიც ქუთაისის უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში სწავლობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *