რიონის ხეობის მცველები მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მათ მთავრობას სამი ძირითადი, მოკლევადიანი პირობა წაუყენეს:
აიღონ რკინის ბარიერი რიონის ხეობის შესასვლელთან,
შეწყდეს ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, მიეცეთ აქტივისტებს
საშუალება განაგრძონ ნამოხვანში პროტესტი ჩვეულ რეჟიმში.
უკვე 173-ე დღეა რიონის ხეობის მოძრაობის აქტივისტები ნამახვან
ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.