ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 450 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 51 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ ქვემო ქართლი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 280 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 73 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 12 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 891 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 254 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 270 922-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა.